მუსიკალური ჯგუფი “მგზავრები” 20 ოქტომბრის კონცერტის გაუქმებასთან დაკავშირებით კიდევ განცხადებას ავრცელებს.
ჯგუფი განმარტავს, რომ თბილისის მერიის მიერ ორგანიზებული პარკის გახსნის ღონისძიება “აპოლიტიკურია” და დაემთხვა ამავე დღეს დადგეგმილ “ევროპის მარშს”, “ამიტომ, კონცერტმა მიიღო პოლიტიკური ელფერი”.
“მგზავრები” ყოველთვის იღებდა მონაწილეობას სხვადასხვა სადღესასწაულო ღონისძიებაში და მართავდა კონცერტებს არა მხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონებშიც…
სამწუხაროა, რომ პარკის გახსნაზე სიმღერას, რომელიც აპოლიტიკური ღონისძიებაა, ასეთი ბულინგი მოჰყვა. ამიტომ, ნუ გაგიკვირდებათ ჩვენი უარი ამ ღონისძიებაში მონაწილეობაზე”, – ნათქვამია ჯგუფის განცხადებაში.