სამტრედიაში ისევ წვიმს.რამდენიმე დღის განმავლობაში გადაუღებელი წვიმის შედეგად მოსახლეობას პრობლემები შეექმნა. დაიტბორა ქალაქის რამდენიმე ლოკაცია. განსაკუთრებულად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა რკინიგზელთა, ეგრეთწოდებული ნახალოვკის, დასახელება.
,,ზდანიების” მობინადრეებს სახლებიდან გამოსვლა უჭირთ, რადგან დატბორილია მათი საცხოვრებელი კორპუსების ეზოები და სადარბაზოში შესასვლელები. ,,ასეთ სიტუაციაში ვართ ბოლო ექვსი წელია, ყოველი სერიოზული გაწვიმების შედეგად დატბორილები და გაწვალებულები. სამეზობლოს და ჩვენი დასახელების სახელით დღესაც მივედი მერიაში და შესაბამის სამსახურებს დახმარება ვთხოვეთ. აღარ მგონია, თუ დაგვადგება საშველი, ცაზე ღრუბლის გამოჩენის და გაწვიმების გამო გული არ გვისკდებოდეს.”- ,, გურია ნიუსთან” საუბარისას მოსახლეობის საერთო გასაჭირი აღნიშნა რკინიგზელთა დასახლებაში მცხოვრებმა ლორიტა ჯორჯიკიამ.
ავტორი