საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე ერთ პირს, ხოლო დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 20 ოქტომბერს, თბილისში, ფიროსმანის ქუჩის მიმდებარედ, წარსულში არსებული დაპირისპირების გამო ანგარიშსწორების მიზნით, ბრალდებული მეგობრებთან ერთად შეხვდა დაზარალებულს, რომელიც ასევე თანმხლებ პირებთან ერთად მივიდა შეხვედრაზე.
შეკრებილ პირებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დაზარალებულს ორი ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად, დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.
ბრალდებულის თანმხლებ სამივე პირს ჰქონდა ინფორმაცია, რომ რომ ჩადენილი იყო განსაკუთრებით მძიმე დანაშაული – განზრახ მკვლელობა, თუმცა მათ მომხდარის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინეს”,_ აცხადებენ პროკურატურაში.