თემქის ახლად გახსნილ სკვერში, ფერდზე წყლის მილი დაზიანდა და ზედაპირული მასა საფეხმავლო ბილიკზე ჩამოიტანა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა.
მომხდართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურიც.
“სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეო მასალის საპასუხოდ გაცნობებთ, რომ ზღვისუბნის პარკში, რომელაშვილის ქუჩის მიმდებარედ, ფერდზე დაზიანდა წყლის ცენტრალური მილი, რის გამოც წყალმა ზედაპირული მიწა ჩამოიტანა საფეხმავლო ბილიკზე.
შემთხვევის შესახებ თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა დაუყოვნებლივ აცნობეს კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ (GWP) და წყალი რამდენიმე წუთში გადაიკეტა.
ამ ეტაპზე, მიმდინარეობს წყლის მილის შეკეთება და ტერიტორიის დასუფთავება”,_ აცხადებენ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში.