26 ოქტომბერს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურის №1 პენიტენციურ დაწესებულებაში საარჩევნო უბანი გაიხსნება. ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ბერდია ლომიძის ინფორმაციით, 241 მსჯავრდებული გააკეთებს 26 ოქტომბერს თავის არჩევანს.
_ როგორც სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში, ისე ლაითურში მოხდება ტრადიციული მეთოდებით ხმის მიცემა. დაბა ლაითურის №1 პენიტენციურ დაწესულებაში სულ 243 ამომრჩეველი მიიღებს მონაწილეობას, აქედან ორი არის ადმინისტრაციის თანამშრომელი და დანარჩენი მსჯავრდებული. _ გვითხრა ბერდია ლომიძემ.
ავტორი