“ჩვენ, საერთაშორისო დამკვირვებლები მოვედით აქ, რათა თვალი ვადევნოთ როგორც საარჩევნო უბნების გახსნას, ისე საარჩევნო პროცესს. ვაკვირდებით რამდენად გამჭვირვალეა პროცესი, რამდენად დემოკრატიულია და რამდენად ეძლევა ამომრჩეველს თავისუფლად ხმის მიცემის საშუალება. ჩვენ დავაკვირდებით საარჩევნო პროცესს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე,” – განაცხადა უნგრელმა დამკვირვებელმა ფანი ლაიკომ.
საქართველოს პარლამენტის არჩევნებს თვალს ადევნებს 111 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 23 000-ზე მეტი დამკვირვებელი და 76 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის 1700-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი. მათ შორის არიან საერთაშორისო ორგანიზაციების, სხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციებისა და საელჩოების წარმომადგენლები.
წყარო: imedinews