სამტრედიაში, მე-6 საარჩევნო უბანზე ამ წუთებში თავისი კონსტიტუციური უფლებამოსილება განახორციელა 54-ე სამტრედიის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ნანა იმნაძემ. ამ დროისთვის ამომრჩეველთა აქტივობა საშუალოდ შეიძლება შეფასდეს, მოსული იყო 130 ამომრჩეველი.
,,ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის ნათელ მომავალს. აქვე მოგახსენებთ, რომ სამტრედიის მუნიციპალიტეტში შექმნილ 34- ვე საარჩევნო უბანზე კენჭისყრის პროცესი კანონით გათვალისწინებული წესით დაიწყო. პირველი ამომრჩეველი ყველა უბანზე გამოცხადდა დილის რვა საათიდან. ამ დროისთვის 54- ე ოლქში შემავალ საარჩევნო უბნებში მშვიდ გარემოში მიმდინარეობს არჩევნები. თუმცა იყო ცოტაოდენი ექსცესები, რომელიც მალევე აღმოიფხვრა და რომელსაც ხელი არ შეუშლია საარჩევნო პროცესების მიმდინარეობაზე”- ,, გურია ნიუსთან” კომენტარში განაცხადა 54- ე სამტრედიის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ნანა იმნაძემ.
ავტორი