ცოტა ხნის წინ, ფოთში, მე-15 საარჩევნო უბანზე მამაკაცი გარდაიცვალა.
უბნის თავმჯდომარის, გიორგი ჩხარტიშვილის თქმით, 50 წლამდე მამაკაცი რეგისტრატორის პოზიციას იკავებდა.
როგორც ირკვევა, იგი უეცრად ცუდად გახდა. ადგილზე მყოფმა ადამიანებმა დახმარება გაუწიეს და სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, თუმცა, ადგილზე მოსულ სასწრაფო დახმარების ჯგუფს მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა.