სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საკუთარი არჩევანი მთაწმინდის საარჩევნო ოლქის #23 უბანზე დააფიქსირა.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, დღეს მშვიდობის განმტკიცება განმსაზღვრელი არჩევანია საქართველოს შემდგომი სტაბილური განვითარებისა და უმთავრესი ეროვნული მიზნების განხორციელებისთვის.
„ჩვენი ქვეყნის წინსვლისა და სტაბილური განვითარებისთვის, საქართველოს უმთავრესი ეროვნული მიზნების განხორციელებისათვის, უაღრესად, ვიტყოდი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის დაცვა და მისი შემდგომი განმტკიცება. მჯერა, რომ სწორედ ეს არის დღეს ის არჩევანი, რაც განაპირობებს საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობას და მის ღირსეულ მომავალს, ჩვენი ქვეყნის და ხალხის გაერთიანებას და უფრო გაძლიერებული სახელმწიფოს ევროკავშირში გაწევრიანების მიზნის მიღწევას,” – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.