ლიხაურის საარჩევნო უბანზე ამ დროისთვის 900-სზე მეტი ამომრჩეველი მივიდა.
საარჩევნო უბანზე მისვლისას ახალგაზრდებმა, „თავისუფალი ხმის” და კოალიცია „ცვლილებებისთვის” წარმომადგენლებმა, მარიამ ურუშაძემ და ნატო ჭანიშვილმა განაცხადეს, რომ „ქართული ოცნების” მხარდამჭერები საარჩევნო უბნის სიახლოვეს აგიტაციას აწარმოებდნენ.
„ამის შესახებ დავწერე საჩივარი,” – გვითხრა ნატო ჭანიშვილმა.
„რა აგიტაცია, რაზე არის საუბარი?! აქ ზედმეტი სიტყვა არ თქმულა. პური ნისიად მოვატანინე, რომ ვინმეს არ მინდოდა ფული დაენახა ჩემს ხელში. ჭამა ხომ გვინდოდა,” – გვითხრა ლიხაურის #24 საარჩევნო უბნის თავმჯდომარემ დავით ჭელიძემ.
შაქრო რუსიეშვილი, „ლელოს” წარმომადგენელი: დღეს დილიდან აქ ვარ. ყველაფერი ნორმალურად მიდის, სიმშვიდეა. არანაირი დარღვევა არ შემიმჩნევია.
ომარ ბაკურაძე, „პატრიოტთა ალიანსი”: წყნარად და მშვიდად მიდის საარჩევნო პროცესები.
ნანა ცეცხლაძე, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”: მშვიდობიანად მიდის ყველაფერი. ერთადერთი, მცირე შენიშვნები იყო იმასთან დაკავშირებით, რაც ახალგაზრდებმა გითხრეს.
ავტორი