“თავი არ უნდა დავიმშვიდოთ იმით, რომ “ქართულ ოცნებას” ცესკო-ს მონაცემებით საკონსტიტუციო უმრავლესობა არ აქვს.
მას 76 ხმითაც კი თავისუფლად შეუძლია საკუთარი ავტორიტარული რეჟიმის შენარჩუნება (მაგ. კანონების მიღება, მთავრობის დაკომპლექტება).
არსებული მონაცემები დემოკრატიული გარემოს შანსს არ ტოვებს”,_ ამის შესახებ სოციალურ ქსელში პოლიტიკური სამართლის სპეციალისტი, ვახუშტი მენაბდე საუბრობს.