პარტია “გახარია საქართველოსთვის” ლიდერი გიორგი გახარია აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილმა ხალხს არჩევნები მოპარა.
“ოცნებას” და პერსონალურად ბიძინა ივანიშვილს ბოლო შანსი ჰქონდა რომ გადაერჩინა ევროპული მომავალი და სამართლიანობოს განცდა ამ ქვეყანაში. სამწუხაროდ, ეს ბოლო შანსიც არ გამოიყენეს. ძალაუფლების შენარჩუნება და თავისი მილიონების გადარჩენა ამჯობინა”,_ განაცხადა გიორგი გახარიამ.
გახარიას განცხადებითვე, მათ აქვთ საკმარისი მტკიცებულებები, რითაც შეუძლიათ დაადასტურონ თუ რა სისტემური მეთოდების გამოყენებით გაყალბდა არჩევნები.
“ჩვენი პარტია “ოცნების” არალეგიტიმურ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მისცემს. აქ ვსვამ წერტილს”,_ განაცხადა გიორგი გახარიამ ბრიფინგზე დასმული კითხვის საპასუხოდ, გამოიყენებენ თუ დათმობენ მანდატებს.