France Football-ის ჯილდოს _ “ოქროს ბურთის” გამარჯვებული “მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველს როდრი გახდა _ დაჯილდოების ცერემონიალი გუშინ პარიზში გაიმართა.
მეორე ადგილზე მადრიდის “რეალის” თავდამსხმელი ვინისიუსი გავიდა, მესამე ადგილი ისევ “რეალის” ფეხბურთელს ჯუდ ბელინგემს ხვდა წილად, (რეალი), მეოთხეზეც “რეალელი” დანიელ კარვახალია, მეხუთეზე კი “მანჩესტერ სიტის” თავდამსხმელი .ერლინ ჰოლანი.
დაჯილდოებას პროტესტი გამოუცხადა მადრიდის “რეალმა” _ სამეფო კლუბის წარმომადგენლები ღონისძიებას არ დაესწრნენ, რადგან უკვე იცოდნენ რომ გამარჯვებული როდრი გახდებოდა და არა ვინისიუსი.
სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები გახდნენ:
21-წლამდელთა შორის საუკეთესო ფეხბურთელი: ლამინ იამალი (ბარსელონა);
საუკეთესო მეკარე: ემილიანო მარტინესი (ასტონ ვილა);
საუკეთესო ბომბარდირი: ჰარი კეინი (ბაიერნი) და კილიან მბაპე (რეალი);
საუკეთესო მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი (რეალი);
მამაკაცთა საუკეთესო კლუბი: მადრიდის „რეალი“;
ქალთა საუკეთესო კლუბი: „ბარსელონა“;
საუკეთესო ქალი ფეხბურთელი: აიტანა ბონმატი (ბარსელონა);
საუკეთესო ქალი მწვრთნელი: ემა ჰეისი (ჩელსი და აშშ-ის ნაკრები).