“უკვე მერამდენედ ხდება, როდესაც აგენტურული ოპოზიცია და მათი თანამზრახველები ცდილობენ უხეშ მანიპულაციებს და ხალხის მოტყუებას იმის შესახებ, რომ ამ ქვეყანაში არჩევნები ყალბდება,” – ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
“თურმე ჰელსინკის კომისიას წარუდგინეს არჩევნების გაყალბების რაღაც მტკიცებულებები, თუ შეიძლება, ქართულ საზოგადოებასაც, ჩვენც, წარმოგვიდგინეთ ნათელი მტკიცებულებები. ჰელსინკის კომისიას რომ მისცეს მტკიცებულებები, ჩვენ დაგვიმალეს თუ რა ქნეს? ჩვენც წარმოგვიდგინონ ან გაასაჯაროვონ. წინააღმდეგ შემთხვევაში ნათელი ის იქნება, რომ ჰელსინკის კომისია იტყუება და შეურაცხყოფას აყენებს ამერიკის შეერთებულ შტაბებსაც და პრეზიდენტს.
არ ვაპირებთ გავუტაროთ. აგენტურული პარტიები დღესვე რომ გაჩუმდნენ და თქვან, ყველაფერი კარგად იყოო, ბოლომდე ჩავყვებით ამ თემას, მათ ტყულებს არჩევნების გაყალბების შესახებ ბოლომდე. ვამხელთ თითოეულ მათ მავნებლობას და ტყუილს”,_ განაცხადა მამუკა მდინარაძემ.