https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

    “ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    კაია კალასი: დონბასი პუტინის საბოლოო მიზანი არ არის

    სკოლის ავტობუსი ხევში გადავარდა, 17 ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა (უცხოეთი)

    მედია – მოსკოვზე დრონებით შეტევა განხორციელდა, დედაქალაქში აფეთქებების ხმები ისმოდა

    ტერაქტი ავსტრალიაში – ჰანუქას აღნიშვნის დროს ორმა პირმა ცეცხლი გახსნა

    რეჯეფ თაიფ ერდოღანი – რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობა შორს არ არის

    დონალდ ტრამპი – ვმუშაობთ, რომ ვნახოთ, შეგვიძლია თუ არა სამშვიდობო შეთანხმებას ახლა მივაღწიოთ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

    “ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    კაია კალასი: დონბასი პუტინის საბოლოო მიზანი არ არის

    სკოლის ავტობუსი ხევში გადავარდა, 17 ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა (უცხოეთი)

    მედია – მოსკოვზე დრონებით შეტევა განხორციელდა, დედაქალაქში აფეთქებების ხმები ისმოდა

    ტერაქტი ავსტრალიაში – ჰანუქას აღნიშვნის დროს ორმა პირმა ცეცხლი გახსნა

    რეჯეფ თაიფ ერდოღანი – რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობა შორს არ არის

    დონალდ ტრამპი – ვმუშაობთ, რომ ვნახოთ, შეგვიძლია თუ არა სამშვიდობო შეთანხმებას ახლა მივაღწიოთ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“ხშირად ენერგოეფექტურობას ვიწრო ჭრილში განიხილავენ”

13:28; 30.10.2024
ენერგოეფექტურობა
Share on FacebookShare on TwitterEmail

ენერგოეფექტურობისა და ენერგოეფექტური შენობების შესახებ კანონი 2020 წელს მივიღეთ, მაგრამ ის, რაც ამ კუთხით სახელმწიფოში კეთდება, ზღვაში წვეთია.

რა მნიშვნელობა აქვს ენერგოეფექტურობას და რა ვალდებულებები აქვს საქართველოს საერთაშორისო დონეზე აღებული _ ამ საკითხის შესახებ “მწვანე ალტერნატივას” აღმასრულებელ დირექტორს, დავით ჭიპაშვილს ვესაუბრეთ.

_ რატომ არის მნიშვნელოვანი ენერგოეფექტურობა?

_ ენერგოუსაფრთხოების მთავარი პრიორიტეტია ენერგოეფექტურობა. ენერგოეფექტურობა არის მექანიზმი, რომელიც ქვეყნებს აძლევს არა მხოლოდ იმის საშუალებას, რომ ენერგიის მოხმარება შეამციროს, არამედ, მთლიანად ეკონომიკის ტექნიკური გადაიარაღების შესაძლებლობას იძლევა. პრაქტიკულად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არამხოლოდ ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისით არის უმნიშვნელოვანესი, არამედ, ეკონომიკის თანამედროვე რელსებზე გადასაყვანადაც შეგვიძლია მოვიაზროთ, რომ აღარაფერი ვთქვათ, იმაზე, რომ საბოლოო ჯამში ამას ექნება დადებითი ზემოქმედება კლიმატის ცვლილებაზე, ქვეყნის ენერგოსისტემის მედეგობის გაზრდაზე, იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებაზე.

ეს არის ენერგოეფექტურობის მნიშვნელობის ზოგადი შეფასება, მაგრამ აქვე უნდა ვიცოდეთ, რომ ხშირად ენერგოეფექტურობას ვიწრო ჭრილში განიხილავენ, განსაკუთრებით, საქართველოს მთავრობა, რაც ძალიან სამწუხაროა. ვგულისხმობ, რომ ენერგოეფექტურობა განიხილება როგორც ნათურის გამოცვლა, ვიღაცის სახლის გარემონტება…

ენერგოეფექტურობა არის ძალიან კომპლექსური ღონისძიებების ერთობლიობა, რომელიც მოიცავს ელექტროენერგეტიკის და მთლიანად ენერგეტიკის სექტორებს. ელექტროენერგეტიკის სექტორში, რა თქმა უნდა, ეს არის ენერგოეფექტურ განათებაზე, ენერგოეფექტურ მოწყობილობა–დანადგარებზე გადასვლა. რაც შეეხება მთლიანად ენერგეტიკას, ეს, პირველ რიგში, დაკავშირებულია საყოფაცხოვრებო სექტორში გათბობა–გაგრილების სისტემაზე გადასვლასთან, რომელიც, ერთი მხრივ, ამცირებს მოხმარებას, მაგრამ მეორე მხრივ, ზრდის ამ საოჯახო მეურნეობების კომფორტის ხარისხს. კიდევ ერთი საკითხი არის ინდუსტრიის ენერგოეფექტურობაზე გადასვლა, რაც გულისხმობს უკვე ტექნიკურ გადაიარაღებას, რასაც ესაჭიროება ნება და დიდი ფინანსური ხელშეწყობის ღონისძიებები, რომ ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების საკითხი იყოს მართლა უმაღლეს ნიშნულზე.

_ რა კეთდება ამ კუთხით საქართველოში?

_ბოლო წლებამდე, ენერგოეფექტურობა ტერმინის დონეზეც კი არ იყო არც ერთ ენერგოპოლიტიკაში ნახსენები. ეს ეხება არა მხოლოდ “ქართული ოცნების” პერიოდს, არამედ, მის წინამორბედსაც. საერთოდ არ მიაჩნდათ, რომ ენერგოეფექტურობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და გაიგივებული იყო ვიღაცეების სახლების გარემონტებასთან. მედიაში გაკეთებული განცხადებებიდან ვერ იგებდნენ, თუ რატომ უნდა გაურემონტოს სახელმწიფომ ვიღაცას სახლი. ასეთ დონეზე იყო გაგება და პირიქით, მთელი ენერგეტიკის სისტემა დღესაც იგეგმება იმ გათვლით, რომ ქვეყანაში ენერგიის მოხმარება გაიზრდება მნიშვნელოვნად ეკონომიკის მნიშვნელობის ზრდასთან ერთად და შესაბამისად, საჭიროა ახალი გენერაციის ობიექტები, იმისთვის, რომ ეს მნიშვნელოვანი ზრდა დაკმაყოფილდეს.

რატომ ვამბობ ბოლო წლებამდე? იმიტომ, რომ საქართველო, ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემდეგ ანუ 2014 წელს, ასევე გახდა ევროპის ენერგოგაერთიანების წევრი, რაც წარმოადგენს, ასე რომ ვთქვათ, ევროპის ენერგონატოს _ სამხედრო საკითხებს რომ დავუკავშიროთ. ეს, ერთი მხრივ, გულისხმობს ქვეყნის ენერგოსისტემის რეფორმას, დაახლოებას ევროკავშირის სისტემებთან და მეორე მხრივ, გულისხმობს ურთიერთდახმარების მექანიზმს, რასაც დღეს აქტიურად იყენებს უკრაინა, რომელიც ასევე წევრია ამ ენერგოგაერთიანებისა.

მიმდინარე ომის პირობებში, როდესაც ზიანდება მისი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, მეზობელი ქვეყნები ვალდებულები არიან და ეხმარებიან მას ენერგომატარებლების მიწოდებაში. საქართველოს შემთხვევაში, ისევე, როგორც ენერგოგაერთიანების წევრი სხვა ქვეყნებისთვის, მნიშვნელოვანია ენგერგოეფექტურობა. შესაბამისად, მოხდა ისე, რომ 2017 წლიდან, როცა გავხდით ენერგოგაერთიანების სრულუფლებიანი წევრი, ეს ვალდებულება გადმოვიდა საქართველოზეც. თუ მანამდე არავის არ უნდოდა ენერგოეფექტურობის ხსენება, ახლა ვალდებული გახდნენ, რომ ენერგოეფექტურობის შესახებ მიეღოთ კანონი. თუმცა, ენერგეტიკის სამინისტრომ დიდი ხანი წელა ამ კანონის მიღება. კანონსაც რომ თავი დავანებოთ, ვალდებულება იყო ენერგეტიკისა და კლიმატის სამოქმედო გეგმის განსაზღვრა, სადაც ენერგოეფექტურობა არის ამ გეგმის ერთ–ერთი მთავარი საკვანძო ნაწილი. 5 თავიდან ერთ–ერთი, ენერგოეფექტურობის ნაწილია და პრინციპის დონეზე წერია, რომ ქვეყანა, როდესაც ენერგოსისტემის რეფორმირებას გეგმავს, ენერგოეფექტურობა უნდა იყოს უპირველესი პრიორიტეტი.

2024 წლის კლიმატის სამოქმედო გეგმაში ენერგოეფექტურობა, როგორც ნიმუში, ნახსენებია, თუმცა, სამწუხაროდ, ამ გეგმას ამბიციური მიზნები და ამბიციური ამოცანები არ აქვს. ეს მხოლოდ ჩემი შეფასება არ არის _ ეს არის ენერგოეფექტურობაზე ევროპის ენერგოგაერთიანების სხვა მხარეების ცხრილი. სადაც ჩანს, ვის რა მდგომარეობა აქვს ენერგიის პირველადი მოხმარების მხრივ და ვინ რას გეგმავს, ვის რა მოხმარება ექნება 2030 წლისთვის. აქ აღმოაჩენთ, რომ საქართველოში 2020 წლის მდგომარეობით, მოხმარება შეადგენდა 2.61-ს, საბოლოო ენერგიის მოხმარება შეადგენდა 1.53-ს და 2030 წლისთვის 5.45-ამდე და 5-ამდე არის განსაზღვრული საბოლო ენერგიის მოხმარება. ანუ ქვეყანა არა თუ არ გეგმავს ენერგიის მოხმარების შემცირებას, არამედ, პირიქით _ აორმაგებს.

სხვა ქვეყნების ნიშნულებს თუ შეადარებთ, გამოჩნდება, რომ ყველა სხვა ქვეყნისთვის ენერგოეფექტურობა არის უპირველესი პრიორიტეტი, საქართველოსთვის კი _ არა. უპირველესი პრიორიტეტი გულისხმობს, რომ, მაგალითად, კოსოვოში 2020 წლისთვის პირველადი ენერგიის მოხმარება შეადგენდა 4.70-ს და ეს პატარა ქვეყანა გეგმავს 2030 წლისთვის შემცირებას 2.70-ამდე. მონტენეგრო, 0.99-ზეა და 0.92-ამდე ამცირებს. ეს ქვეყნები, დაახლოებით საქართველოსხელაა. სერბეთს, რომელიც დიდია, 15.18 ჰქონდა მოხმარება 2020 წელს და გეგმავს 14.94-ამდე შემცირებას. ეკონომიკა, რა თქმა უნდა, იზრდება ამ ქვეყნებში, მაგრამ ამ გაზრდილი ეკონომიკის მოხმარება შესაძლებელია გაზრდილ ნიშნულზე დაბლა ჩამოვიდეს ან ძალიან უმნიშვნელოდ გაიზარდოს. ამ 2020-2030 წლების მონაცემებს თუ შეადარებთ, აღმოაჩენთ, რომ საქართველო გამოიყურება ამოვარდნილად. იმიტომ, რომ მარტო საქართველოა, რომელიც აორმაგებს ელექტროენერგიის მოხმარებას. უშუალოდ გეგმაში რომ ჩავიხედოთ რა წერია ენერგოეფექტურობასთან მიმართებაში, პირდაპირ გეტყვით, რომ ევროკავშირის ენერგოდირექტივების ქართულად გადმოთარგმნის გარდა, არაფერი არ წერია. არ წერია ფინანსური მექანიზმები _ ყველაფერი დამოკიდებულია უცხოურ დონორ ორგანიზაციებზე. შეფასების დოკუმენტში რომ ჩაიხედოთ, წერია, რომ წლიურად ადმინისტრაციული შენობების 1% –ის რეაბილიტაციას ჩაატარებს. ანუ საბაზისო ენერგოეფექტურ მდგომარეობამდე მიიყვანს მაშინ, როცა ენერგოგაერთიანების მოთხოვნა არის, რომ წლიურად, მინიმუმ, ადმინისტრაციული შენობების 3%-ის რეაბილიტაცია ჩატარდეს. აი, ეს “კეთდება” საქართველოში ენერგოეფექტურობასთან მიმართებაში.

_ რა ვალდებულებები გვაქვს აღებული და რა სახის კონვენციებს ვართ მიერთებული?

_ საქართველო არის ენერგოგაერთიანების წევრი სახელმწიფო, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ, უბრალოდ, ადრე თუ გვიან, გაწერილი განრიგის მიხედვით, ყველა ევროკავშირის დირექტივის გადმოტანა მოგვიხდება ქვეყნის კანონმდებლობაში. ქვეყნის ენერგოსექტორის სრული რეფორმა უნდა მოხდეს დროთა განმავლობაში, რადგან, ეს ერთბაშად ვერ მოხდება.

ამიტომ, აქ კონვენციების ძებნას აზრი არ აქვს, რადგან აქ საუბარია, რომ რა ვალდებულებებიც აქვს ევროკავშირს მსოფლიო საზოგადოების წინაშე, ის ვალდებულებები აქვს საქართველოსაც. იმიტომ, რომ საქართველო არის ენერგოგაერთიანების წევრი და პრაქტიკულად, გახდება თუ არა საქართველო ევროკავშირის წევრი, მნიშვნელობა არ აქვს, იგივეა, რაც ენერგეტიკულად ევროკავშირში ვართ. რადგან მოგვიწევს იმ რეგულაციების გადმოტანა, რაც ევროკავშირშია და ენერგოსექტორის რეფორმირება , მათ შორის, შეცვლილი რეალობის გათვალისწინებით.

ეს ენერგოეფექტურობას არ ეხება, მაგრამ პარიზის შეთანხმებით, საქართველოს ჰქონდა აღებული ვალდებულება რომ 1990-იან წლებთან შედარებით, ემისიებს შეამცირებდა 35%-ით. სინამდვილეში, აქ მანიპულაციას ჰქონდა ადგილი. იმიტომ რომ საბჭოთა კავშირის გზაგასაყარზე, საქართველოს ნორმა იყო ძალიან დიდი ემისიები, დღეის მდგომარეობით იმის მესამედიც არ გვაქვს. როდესაც საუბრობ, რომ 35%-ით შეამცირებ ემისიებს, გულისხმობ, რომ გაზრდი.

ენერგოგაერთიანების წევრობამ უკვე შემოიტანა ახალი ვალდებულებები საქართველოსთვის. რაც გულისხმობდა არა 35%-ს არამედ, მინიმუმ 47%-იან ნიშნულს და მინიმუმ 20 მილიონი ტონა CO2-ის ეკვივალენტს. რაც ნიშნავს, რომ საქართველოს რაც პარიზით ჰქონდა განსაზღვრული, მასზე 7 000 000 ტონა CO2-ის ეკვივალენტით ნაკლები უნდა განესაზღვრა. ეს ცვლილებები განახორციელა necp-ში საქართველოს მთავრობამ და მკაცრი მიზანი ჩაწერეს ზუსტად იმიტომ, რომ ენერგოგაერთიანება ასე ითხოვს. აქედან გამომდინარე, ვალდებულები ვართ, მათი მოთხოვნების შესაბამისად მოხდეს ჩვენი გეგმების, მიზნების თუ სტრატეგიების თანხვედრაში მოყვანა. ამიტომ, როცა საუბარია ენერგოეფექტურობაზე, აქ რაღაც გარე კონვენციებზე აღარც უნდა ვიფიქროთ.

ადამიანებმა თვითონ დაიწყეს ვარვარა ნათურების შეცვლა იმიტომ, რომ ძვირი გადასახადების გადახდა უხდებოდათ. სხვადასხვა საწარმოებმა, მაგალითად, მეღვინეებმა, სასტუმროებმა დაიწყეს სახურავებზე მზის პანელების დამონტაჟება ყოველგვარი სახელმწიფო დახმარების გარეშე. ზუსტად ამან გამოიწვია ის, რომ თუ ენერგობალანსში ჩავიხედავთ, ვნახავთ, რომ რეალურად 2023-2024 წლებში ადგილი ჰქონდა ცენტრალური სისტემიდან ენერგიის მოხმარების შემცირებას.

ეს ყველაფერი მოხდა ადამიანების თვითგადაწყვეტილების გამო გატარებული ღონისძიებებით. ახლა წარმოიდგინეთ რა მოხდებოდა, სახელმწიფოს რომ ენერგოეფექტურობის მხარდამჭერი შესაბამისი პოლიტიკა განესაზღვრა _ ეს გულისხმობს შენობების დათბუნებას.

Necp-ში თვითონვე უწერიათ, რომ თბილისში, გამთბარი შენობებიდან იკარგება 40%, იმიტომ, რომ ეს შენობები არ არის ენერგოეფექტურად დათბუნებული. დათბუნების შემთხვევაში გაზის მოხმარება შემცირდებოდა მინიმუმ 20%-ით. ეს გაზი ჩვენი რესურსი არაა, შესაბამისად, შემცირდებოდა იმპორტირებული გაზი. მარტო იმით, რომ ძველი შენობების რენოვაცია მომხდარიყო. აღარ ვსაუბრობ ახალ შენობებზე, რომლებსაც გარკვეული მოთხოვნები წაუყენეს, მაგრამ რამდენად სრულდება, არავინ იცის.

რუსა ოქრუაშვილი

ავტორი

დავით ჭიპაშვილიენერგოეფექტურობა
გაზიარება2Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

ენერგოეფექტურობა

ჩოხატაურისთვის მნიშვნელოვანი მრავალფუნქციური და მრავალმხრივი პროექტი

14:54; 18 დეკემბერი, 2024
ენერგოეფექტურობა

სასარგებლო ბმულები ენერგოეფექტურობის შესახებ

13:56; 29 ნოემბერი, 2024
ენერგოეფექტურობა

“საერთაშორისო დონორ ინსტიტუციებთან ურთიერთობის გაფუჭების გამო, მეტად გაგვიჭირდება ამ მიზნების შესრულება”

13:41; 29 ნოემბერი, 2024
ენერგოეფექტურობა

ენერგოეფექტური ნათურებით  განათებული გზა

12:11; 25 ნოემბერი, 2024
ენერგოეფექტურობა

“სოფლის ცენტრი ღამითაც მზის ენერგიით გავანათეთ” _ სიახლე სოფელ ფარცხმაში

13:50; 15 ნოემბერი, 2024

რა მოხდა არჩევნების დღეს გურიაში და როგორია მმართველი პარტიის პასუხები ოპოზიციის ბრალდებებზე

"არჩევნები იყო უპრეცედენტოდ სამაგალითო"

ყველა სიახლე

საზოგადოება

როგორია ხელფასები რეგიონების მიხედვით

18:33; 16.12.2025
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა

18:21; 16.12.2025
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:19; 16.12.2025
საზოგადოება

„ჩემს ხელში რომ იყოს ამ განკარგულების მომზადება, ნასვამ მძღოლებს ამ სიაში არ შევიყვანდი“- მელაძე

16:49; 16.12.2025
სამართალი

შსს: „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 63 პირი პასუხისგებაშია მიცემული

16:35; 16.12.2025
პოლიტიკა

რომელი ქვეყნების ელჩებმა გადასცეს ყაველაშვილს რწმუნებათა სიგელები

15:26; 16.12.2025
xr:d:DAE_hReSbqE:34,j:42482255595,t:22112907
საზოგადოება

რატომ აცხობენ ბარბარობას ლობიანს?

15:12; 16.12.2025
ფინანსები

საქართველოს ბანკისა და MAC Georgia-ს პროგრამაში 68 სტიპენდიატი გამოვლინდა

14:53; 16.12.2025
სამართალი

მძიმე ავარია ქუთაისში

14:46; 16.12.2025
ფინანსები

მიიღეთ მეორადი ავტომობილის შეძენასთან დაკავშირებული სერვისები საქართველოს ბანკის ფილიალებში

14:41; 16.12.2025
საზოგადოება

„დედის საფლავის მოსანახულებლად წასულს დაგასრულებინეს სიცოცხლე“

14:26; 16.12.2025
ფინანსები

თიბისი ლიზინგმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით,  45 მილიონი დოლარის ობლიგაციები გამოუშვა

14:20; 16.12.2025
საზოგადოება

ამერიკაში ქართველი ახალგაზრდა ემიგრანტი გარდაიცვალა

12:36; 16.12.2025
ბახვიჰესი

ბახვი ჰესის სოციალური პროგრამა – თანაბრად გაზიარებული სარგებელი

12:24; 16.12.2025
საზოგადოება

მთავრობის უახლესი გადაწყვეტილება, რომელიც სატრანსპორტო საშუალებების მეპატრონეებმა უნდა გაითვალისწინონ

10:50; 16.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

10:41; 15.12.2025
0

“მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

14:46; 14.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო