“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის ჯეიჰუნ მუჰამედალის თქმით:
“თქვენ იცით და ნახეთ, 26 ოქტომბერს მარნეულის რაიონში, სოფელ სადახლოში, 69-ე უბანზე, როგორ ყრიდა ბიულეტენებს საარჩევნო ყუთში როუშენ ისკანდეროვი. აქედან რამდენიმე საათში ცესკომ გაავრცელა განცხადება იმის შესახებ, რომ ეს ადამიანი დაისჯებოდა, თუმცა, როუშენ ისკანდეროვი ამ განცხადების შემდეგაც დადიოდა უბნიდან უბანში და იგივე საქმიანობას ეწოდა.
ორი დღის შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მოსახლეობას ინფორმაცია მიაწოდა, რომ როუშენ ისკანდეროვი დაკავებულია და დაწყებულია გამოძიება. დღეს 30 ოქტომბერია და ჩვენ ამ ორი დღის განმავლობაში ვაფიქსირებთ როუშენ იკანდეროვს, ის არ არის დაკავებული. ამასთან დაკავშირებით აქტიურად წერენ ადგილობრივი მედიასაშუალებები.
მაგალითად ერთ-ერთმა დარეკა შსს-ში დაკავების ფაქტის გადამოწმების მიზნით, შსს-მ დაკავების ფაქტი არც დაადასტურა და არც უარყო. ჩვენთვის ეს ფაქტი არის ძალიან შემაშფოთებელი და ვითხოვთ მის უმკაცრესად დასჯას. გასაკვირი არ არის რომ ეს ადამიანი არ არის დასჯილი და არც დასჯიან, რადგან 26 ოქტომბერს “ქართულმა ” ოცნებამ საქართველოს მოსახლეობის მიმართ სპეცოპერაცია ჩაატარა და მათ არ აწყობთ თავიანთი აქტივისტის დასჯა. ქართულმა ოცნებამ რუსული სპეცოპერაციის ხარჯზე გავლენა მოახდინა ქართველი ხალხის ნებაზე და ჩვენ ვითხოვთ ამასთან ჩვენ მოვითხოვთ მსგავსი ფაქტების საერთაშორისო გამოძიებას, რათა მასობრივ გაყალბებაში მონაწილე პირები გამოვლინდნენ და თითოეული ხმა იყოს დაცული”.