წიწამურში, საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცს ხელყუმბარა აუფეთქდა – შემთხვევის შედეგად დაიღუპა 1 და დაშავდა 1 ადამიანი, რომელიც ამ დრომდე კლინიკაში იმყოფება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.