“რუსული ოცნების ხელისუფლების საერთაშორისოდ არ აღიარება იქნება ის მთავარი ბერკეტი, რომელიც ჩამოანგრევს მათ. ამ საერთაშორისო მხარდაჭერისთვის კი აუცილებელია ყოველდღიური პროტესტი ქუჩაში არალეგიტიმური ხელისუფლების მიმართ. რუსულ ხელისუფლებას არ აქვს ლეგიტიმაცია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ.” – განაცხადა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილემ, იგორ ნარმანიამ დღევანდელ აქციაზე.
“ჩვენ დღეს პოლიტიკური პარტიები, მოქალაქეები, ოპოზიციის მხარდამჭერები ვიკრიბებით ორ ლოკაციაზე – სახელმწიფო უნივერსიტეტის მეტრო და მარჯანიშვილის მეტრო, საიდანაც დავიძვრებით მსვლელობით. მნიშვნელოვანია, რომ ეს საპროტესტო მოძრაობა არ გაჩერდეს და ჩვენი საბოლოო მიზანია, რომ არ შედგეს არალეგიტიმური პარლამენტი, რომელიც ვერ მოიპოვებს საერთაშორისო ლეგიტიმაციას ვერც საერთაშორისო ასპარეზზე და ვერც ქვეყნის შიგნით, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ არ გაჩერდეს ეს საპროტესტო მოძრაობა კონკრეტულ დღემდე და ეს კონკრეტული დღე იქნება არალეგიტიმური პარლამენტის არ ცნობა იყოს გამარჯვების დღე.
საერთაშორისო დონეზე პარლამენტის არ აღიარება იქნება ის მთავარი ბერკეტი, რომელიც საბოლოო ჯამში ჩამოანგრევს რუსული ოცნების ხელისუფლებას და არ მისცემს ფუნქციონირების საშუალებას. მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა და ამ საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერისთვის მნიშვნელოვანია, რომ ქუჩაში ვიყოთ ყოველდღე და გამოვხატოთ პროტესტი არალეგიტიმური ხელისუფლების მიმართ,” – განაცხადა იგორ ნარმანიამ.