საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერას იწყებს. ამის შესახებ გამაფრთხილებელი სმს-შეტყობინებები მოქალაქეებსაც დაეგზავნათ.
“14 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით საქართველოში მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერა ტარდება. ჩაერტე აღწერაში, გავიგოთ რამდენი ვართ!”_ წერია საქსტატის დაგზავნილ სმს- შეტყობინებაში.
როგორც ცნობილია, წინასწარი მონაცემები 2025 წლის ივლისში გამოქვეყნდება.
ცნობისთვის, აღწერა 10 წელიწადში ერთხელ ტარდება და წელს პირველად ელექტრონულად წარიმართება.