https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ასტრონომებმა სიცოცხლისთვის პოტენციურად ვარგისი პლანეტა აღმოაჩინეს

    ზელენსკი: სამმხრივი მოლაპარაკებები 4-5 თებერვალს აბუ-დაბიში გაიმართება

    ირანი ამერიკის შეერთებულ შტატებს აფრთხილებს

    ავტობუსი ხევში გადავარდა- არიან დაღუპულები და დაშავებულები (უცხოეთი)

    ღაზაში აფეთქებებს 32 ადამიანი ემსხვერპლა

    ტემპერატურა -30 გრადუსამდე დაეცემა – ძლიერი ყინვა პოლონეთსა და ცენტრალურ ევროპაში

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

სოციალური სამართლიანობის ცენტრი: “დუმილის და უმოქმედობის პოლიტიკა კონფლიქტების რეგიონებთან დაკავშირებით შემაშფოთებელია”

14:49; 13.11.2024
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმიანება აფხაზეთში ბოლო დღეებში მიმდინარე მოვლენებს და მიუთითებს, რომ საქართველოს ხელისუფლების პოზიციონირება კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ხელისუფლებას პრაქტიკულად არ გააჩნია სათანადო სამშვიდობო პოლიტიკა კონფლიქტების რეგიონებთან მიმართებით. მეტიც, მისი დუმილისა და უმოქმედობის პოლიტიკა ფაქტობრივად იწყნარებს რუსულ ანექსიას ამ რეგიონში და საბოლოოდ, განაპირობებს მნიშვნელოვანი ისტორიული შესაძლებლობების დაკარგვას ნდობის აღდგენისა და კონფლიქტების ტრანსფორმაციის მიმართულებით.

“როგორც ცნობილია, აფხაზეთში საზოგადოების მწვავე პროტესტი 12 ნოემბერს გვიან ღამით დაიწყო, როცა დე ფაქტო ხელისუფლებამ ხუთი ადგილობრივი ოპოზიციონერი თვითნებურად დააკავა. უფრო ზუსტად, ოპოზიციის წევრები ომარ სმირი, გარი კოკაია, ალმასხან არძინბა, რამაზ ჯოპუა და ასლან გვარამია 11 ნოემბერს საღამოს დააკავეს და ე.წ. უშიშროების სამსახურის შენობაში გადაიყვანეს. ადგილობრივები უთითებდნენ, რომ დაკავების პროცესი იყო ძალადობრივი და ღირსების შემლახველი. ოპოზიციონერების დაკავება მათ მხრიდან ახალი საინვესტიციო შეთანხმების გაპროტესტებას მოყვა, რომელიც რუსეთის კოლონიური ეკონომიკური დაქვემდებარების პირობებში აქცევს აფხაზეთს.

როგორც ირკვევა, 15 ნოემბერს აფხაზეთის ე.წ. პარლამენტი აპირებს რომ მოახდინოს იმ შეთანხმების რატიფიცირება, რომლის მიხედვითაც რუსულ კომპანიებს აფხაზეთში საინვესტიციო პროექტების შეღავათებით განხორციელების საშუალებას აძლევს. ეს შეთანხმება აფხაზურ და რუსულ მხარეებს შორის ჯერ კიდევ 2024 წლის ივლისში შედგა, რასაც ასევე მოჰყვა აფხაზური საზოგადოების უკმაყოფილება და პროტესტი. შეთანხმების პროექტი რუსული ბიზნესისთვის შეუზღუდავ შეღავათებს ითვალისწინებს და რეგიონის გაღარიბებასა და ეკონომიკურ გამოფიტვას გამოიწვევს. შეთანხმება მათ შორის ითვალისწინებს შემდეგ პირობებს:

  1. 2 მილიარდი რუსული რუბლის (დაახლოებით 22 მილიონი დოლარი) ოდენობის საინვესტიციო პროექტის გათავისუფლება იმპორტის საბაჟო გადასახადისგან სამშენებლო მასალებისა და აღჭურვილობის შემოტანაზე;
  2. 8 წლის ვადით რუსული კომპანიების ქონებისა და მოგების გადასახადისგან გათავისუფლება;
  3. რუსული კომპანიებისთვის დღგ-ს ანაზღაურება აფხაზეთის ბიუჯეტიდან;
  4. უპირატესობის მიღების წესის განსაზღვრა პროექტის განსახორციელებლად საჭირო სიმძლავრეებისა და კავშირების საინჟინრო ქსელებთან და კომუნიკაციებთან დასაკავშირებლად;

აფხაზურ საზოგადოებაში უკვე თვეებია საუბრობენ, რომ ეს შეთანხმება მხოლოდ რუსულ ინტერესებს ემსახურება და ის აფხაზეთისთვის სარგებლის მომტანი არ იქნება, პირიქით, ის შეიძლება ფატალურიც აღმოჩნდეს აფხაზური მცირე ბიზნესისთვის,

სწორედ ამ შეთანხმების რატიფიცირების გასაპროტესტებლად აფხაზური ოპოზიცია 15 ნოემბრისთვის გეგმავდა აქციას, რის გამოც 11 ნოემბრის საღამოს აფხაზეთის სამართალდამცავმა უწყებებმა ხუთი ოპოზიციონერი ძალადობრივი მეთოდების გამოყენებით დააკავეს. დაკავებას მოჰყვა აფხაზური საზოგადოების მყისიერი რეაქცია. მათ მთელი ღამის განმავლობაში გადაკეტეს სოხუმთან დამაკავშირებელი გუმისთის და კოდორის ხიდები, ტელეგრამ არხებზე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დე-ფაქტო ხელისუფლებამ ქალაქში სამხედრო ტექნიკის მობილიზებაც მოახდინა. ბლოკადის და პროტესტის პასუხად 12 ნოემბერს საღამოს დე-ფაქტო უშიშროების სამსახურმა დაკავებულები გაათავისუფლა.

გუშინდელმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ აფხაზური საზოგადოების უკმაყოფილება და პროტესტი მზარდია რეგიონში რუსეთის მხრიდან ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების აგრესიული ზრდის საპასუხოდ. უკვე რამდენიმე წელია აფხაზური საზოგადოება ეწინააღმდეგება რუსეთის მხრიდან მომდინარე დაჩქარებულ ანექსიურ პროცესებს, რაც უკავშირდება არაერთ ინიციატივას, მათ შორის სტრატეგიული ობიექტების და რესურსების რუსეთისთვის გადაცემას (სოხუმის ბაბუშერას აეროპორტი, ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკები, ე.წ. აპარტამენტების მშენებლობა რუსეთის მოქალაქეებისთვის).

ამ მოვლენების საპასუხოდ, საქართველოს ხელისუფლება წლების განმავლობაში დუმილისა და უმოქმედობის პოლიტიკას ირჩევს. ის როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე თავს იკავებს პოლიტიკური განცხადებებისგანაც კი, რომელიც რუსეთის ანექსიურ პროცესებს გააკრიტიკებდა და დაგმობდა. ცხადია, რომ ეს მიდგომა ეწინააღმდეგება საქართველოს სუვერენულ ინტერესებსა და ამ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებებს.

“ქართლი ოცნების” დუმილისა და უმოქმედობის პოლიტიკა ნათლად მიუთითებს, რომ უკვე წლებია ხელისუფლებას არ გააჩნია ხედვა და სტრატეგია რუსულ ანექსიურ პროცესებზე რეაგირებისთვის. ხელისუფლება ვეღარ იცავს ბალანსს რუსეთის მიმართ არგაღიზიანების პოლიტიკასა და ეროვნული ინტერესების დაცვას შორის და უმოქმედობის მიდგომები აძლიერებს აფხაზეთში რუსეთის ექსპანსიისა და ანექსიური პროცესების შეწყნარებისა და ნორმალიზების დისკურსსა და განცდას.

აფხაზეთში რუსეთის ეკონომიკური დომინაციის გაძლიერება მთლიანად შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გამოწვევაა, რადგან რუსეთის ეკონომიკური ბერკეტების ზრდა ამ რეგიონში განაპირობებს მისი სტრატეგიული უპირატესობის გაძლიერებასაც. ამ კუთხით საერთაშორისო დონეზე საქართველოს ხელისუფლების მუშაობა უნდა გულისხმობდეს რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უფრო ფართო მიზანზე აპელირებას და დიპლომატიური მუშაობის გაძლიერებას საერთაშორისო ინტერესის და დღის წესრიგის შესაქმნელად. სამწუხაროდ, ეს ფართო რეგიონალური პერსპექტივა და საერთაშორისო დონეზე მუშაობის ძალისხმევა სრულად უგულებელყოფილია ხელისუფლების პოლიტიკაში.

აშკარაა ისიც, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლება ვერ ახერხებს აფხაზურ საზოგადოებაში არსებული უკმაყოფილებებისა და შიშების საპასუხოდ ახალი ტიპის სამშვიდობო პოლიტიკის შემუშავებას, რომელიც ადგილობრივ საზოგადოებას და ელიტებს ახალ სოციალურ და ეკონომიკურ ალტერნატივებს და უსაფრთხოების გარანტიებს შესთავაზებდა. ასეთი პოლიტიკა, განსაკუთრებით ევროინტეგრაციის კონტექსტში, ახალ საფეხურზე აიყვანდა ნდობის აღდგენის პროცესს და ევროკავშირის მედიაციით დიალოგისა და მოლაპარაკებების პროცესის ახალ ჩარჩოს შექმნიდა. ევროკავშირის პოლიტიკური, ფინანსური და ინტელექტუალური პოტენციალის გამოყენება კონფლიქტების ტრანსფორმაციის მიმართულებით კიდევ უფრო რთულდება მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა “ქართული ოცნების” ხელისუფლების ანტიდემოკრატიული და ანტიევროპული პოლიტიკის გამო, საქართველოს გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეაჩერა. ამ პირობებში კიდევ უფრო ცხადი ხდება, თუ “ქართული ოცნების” ანტიევროპული საგარეო პოლიტიკა რამდენად დამაზიანებელია მათ შორის, სამშვიდობო პოლიტიკისა და კონფლიქტების მოგვარების მიმართულებით.

მიმდინარე პროცესები და “ქართული ოცნების” ხელისუფლების პოზიციონირება ცხადყოფს, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს მათ მიერ გაკეთებული განცხადებები კონფლიქტების მოგვარების ახალი შესაძლებლობების შესახებ მხოლოდ წინასაარჩევნო მანიპულაცია იყო და მის მიღმა არ დგას ხელშესახები შინაარსი და მცდელობები. ამ მიმართულებით ხელისუფლების ოფიციალურ პოლიტიკაში არ შეინიშნება რაიმე პოზიტიური დინამიკაც კი. ამდენი წლის შემდეგაც კი, “ქართული ოცნების” მთავრობას წინა ხელისუფლების მიერ მიღებული სამშვიდობო პოლიტიკის სტრატეგიული დოკუმენტი არ განუახლებია.

მნიშვნელოვანია, რომ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენები სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური პარტიებისა და მედიის აქტიური განხილვის საგნად იქცეს. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, დაიწყოს ფართო საზოგადოებრივი და პოლიტიკური დიალოგი, რათა შეცვლილი გეოპოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, შემუშავდეს და შეთანხმდეს ახალი ტიპის, დემოკრატიული და ევროპული სამშვიდობო პოლიტიკა”, _ ნათქვამია “სოციალური სამართლიანობის ცენტრის” განცხადებაში.

გაზიარება2Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

ტელეკომპანია “იმედი” და “რუსთავი 2” პოლიტიკურ დებატებს იწყებენ

23:13; 1 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: “სიამოვნებით დავჯდებოდი დებატებში იმ ადამიანებთან, რომლებიც საკუთარ თავს ექსპერტებად მოიხსენიებენ”

20:38; 1 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

სტუდენტების ნაწილი ირაკლი კობახიძესთან დებატებისთვის მზაობას გამოთქვამს

18:44; 1 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

“განათლების კონცეფცია, რომელიც დამტკიცდა, მიზნად ისახავს”- გივი მიქანაძე

16:33; 1 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

“ვნახეთ სააკაშვილის განცხადება, რომელიც დარდობს განათლების სისტემაზე, ამაზე მეტი უტიფრობა და ცინიზმი რა შეიძლება იყოს”

18:29; 31 იანვარი, 2026

14 ნოემბერს საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერა იწყება :  მდგომარეობა გურიაში

სეზონის გახსნიდან 2 თვეში უკანონო ნადირობის 400 ფაქტი გამოავლინეს

ყველა სიახლე

პოლიტიკა

ტელეკომპანია “იმედი” და “რუსთავი 2” პოლიტიკურ დებატებს იწყებენ

23:13; 1.02.2026
სამართალი

რა სასჯელი შეუფარდა მოსამართლემ პოლიციელის ცემის გამო დაკავებულ ორ პირს

23:05; 1.02.2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: “სიამოვნებით დავჯდებოდი დებატებში იმ ადამიანებთან, რომლებიც საკუთარ თავს ექსპერტებად მოიხსენიებენ”

20:38; 1.02.2026
სპორტი

სამი ოქრო, სამი ვერცხლი და ორი ბრინჯაო ოზურგეთელი მძლეოსნებისგან

20:09; 1.02.2026
საზოგადოება

ბუნებრივი აირით მოწამვლის შედეგად კაცი გარდაიცვალა

18:48; 1.02.2026
პოლიტიკა

სტუდენტების ნაწილი ირაკლი კობახიძესთან დებატებისთვის მზაობას გამოთქვამს

18:44; 1.02.2026
მსოფლიო

ასტრონომებმა სიცოცხლისთვის პოტენციურად ვარგისი პლანეტა აღმოაჩინეს

17:35; 1.02.2026
მსოფლიო

ზელენსკი: სამმხრივი მოლაპარაკებები 4-5 თებერვალს აბუ-დაბიში გაიმართება

17:16; 1.02.2026
საზოგადოება

“მიწის მასის ჩამოსვლის გამო მოძრაობა იკრძალება”

16:51; 1.02.2026
ზაფრანი

2 თებერვალს “თოვლის მთვარეა”- რისი გაკეთება არ არის ამ დღეს რეკომენდებული

16:45; 1.02.2026
პოლიტიკა

“განათლების კონცეფცია, რომელიც დამტკიცდა, მიზნად ისახავს”- გივი მიქანაძე

16:33; 1.02.2026
მსოფლიო

ირანი ამერიკის შეერთებულ შტატებს აფრთხილებს

16:21; 1.02.2026
მსოფლიო

ავტობუსი ხევში გადავარდა- არიან დაღუპულები და დაშავებულები (უცხოეთი)

16:00; 1.02.2026
სპორტი

საქართველოს ხმლით მოფარიკავე გოგონათა ახალგაზრდული ნაკრები მსოფლიოს თასის ბრინჯაოს პრიზიორია

15:48; 1.02.2026
საზოგადოება

“საფრთხის დონე საშუალო”- გაფრთხილება ამინდის შესახებ

13:57; 1.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო