შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის თანახმად, გურიაში, 9 თვის განმავლობაში, ოჯახში ძალადობის ფაქტებზე 74 შემაკავებელი ორდერი გამოიცა. ძალადობის მსხვერპლი სხვადასხვა ასაკის 10 კაცი და 61 ქალი გახდა.
რაც შეეხება ძალადობის სახეებს, ადგილი ჰქონდა 38 ფიზიკურ და 58 ფსიქოლოგიური ხასიათის ძალადობას.
რაც შეეხება, ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებს, ამ შემთხვევაში 2 შემაკავებელი ორდერი გამოიწერა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ცნობით, ქალთა მიმართ ადგილი ჰქონდა 1 ფიზიკურ და 2 ფსიქოლოგიური სახის ძალადობას.
ინფორმაციისთვის, ძალადობის რამდენიმე ფორმა არსებობს. ესენია: ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური, ასევე იძულება და უგულებელყოფა.
რაც შეეხება გურიის რეგიონში გამოვლენილი ძალადობების სახეებს:
ფიზიკური ძალადობა გულისხმობს: ცემას, წამებას, ჯანმრთელობის დაზიანებას, თავისუფლების უკანონო აღკვეთას ან სხვა ისეთ მოქმედებას, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას; ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობას, რაც იწვევს ოჯახის წევრის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს;
ფსიქოლოგიური ძალადობაა: შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას იწვევს.