24 საათის განმავლობაში ოზურგეთში 2 ძაღლი მოკვდა. შემთხვევა ოზურგეთის ცენტრში მოხდა. 1 ძაღლი მეორე საჯარო სკოლის წინ ნახეს გარდაცვლილი, ხოლო მეორე ჭავჭავაძის ქუჩაზე, პოლიციის შენობასთან ახლოს.
“გურია ნიუსი” აღნიშნული ფაქტის შესახებ დაუკავშირდა სერვისცენტრის სამსახურს და მკვდარი გარდაცვლილი ძაღლების გადაყვანა სასწრაფოდ მოხდა.
როგორც ჩვენთვის ცნობილია, ძაღლებს ექსპერტიზა ჩაუტარდებათ გარდაცვალების მიზეზის დასადგენად. მოსახლეობა კი ფიქრობს, რომ ძაღლები შესაძლოა რაღაცით მოიწამლნენ, რაც მათი გარდაცვალების მიზეზი გახდა.
ავტორი