მელიქიშვილის გამზირს ტოვებენ ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები. მათ ადგილიდან გასვლა მას შემდეგ დაიწყეს, რაც “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ზურა გირჩი ჯაფარიძემ აქციის მონაწილეებს მოუწოდა, რომ ახალი ძალების მოსაკრებად და ახალ გეგმაზე გადასაწყობად რამდენიმე საათია საჭირო და ამ ეტაპზე მელიქიშვილზე, პოლიციის წინ დგომა, არაფრის მომტანია:
“ამ ადგილას აქცია დავგეგმეთ ისე, რომ სიურპრიზი ყოფილიყო ამათთვის და ამან თავის შედეგი გამოიღო. დღენახევარი დაბნეულები იყვნენ. ახლაც გასაკეთებელია რომ გადავიგეგმოთ და განსხვავებულია რამე მოსაფიქრებელი. მეორე დღეს აქ დგომა და მელიქიშვილს გადაკეტვა შინაარსს არის მოკლებული, რადგან მათთვის ეს დისკომფორტი არაა, უბრალოდ ჩვენ დავიღლებით ამიტომ, გადავწყვიტეთ ახლა დავიშალოთ, დავისვენოთ და დღის განმავლობაში გადავიგეგმებით და შეგატყობინებთ რას გავაკეთებთ. მოვიფიქრებთ რამე ისეთს, რაც სიურპრიზი იქნება და იმათ წყობიდან გამოიყვანს” _ განაცხადა ჯაფარიძემ.
ოპოზიციურ კოალიციების სხვა ლიდერების განმარტებითაც, ახალი სამოქმედო გეგმა და პროტესტის ახალი ლოკაცია რამდენიმე საათში გახდება ცნობილი.