ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ იმოქმედა საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ განსაზღვრული ვალდებულებით და არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 2 დღის ვადაში უზრუნველყო არჩეულ საქართველოს პარლამენტის წევრთათვის დროებითი მოწმობების დამზადება.
შესაბამისად, ადმინისტრაციის მხრიდან მოხდება დაკავშირება ბარიერგადალახული საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებთან, ახალარჩეული საქართველოს პარლამენტის პირველ სხდომამდე მათთვის საქართველოს პარლამენტის წევრად არჩევის შესახებ დროებითი მოწმობების გადაცემის მიზნით. |
Developed By Web Features 2024 © All rights reserved