გურიაში “მაგთის” აბონენტებს ინტერნეტი მთელი დღეა შეფერხებით მიეწოდებათ. პრობლემა განსაკუთრებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მაგთის აბონენტებს შეეხოთ.
როგორც “გურია ნიუსს” “მაგთიში” განუცხადეს, პრობლემა მაგისტრალური კაბელის დაზიანებამ გამოიწვია.
“ურეკში მდინარის ადიდებამ გამოიწვია მიწის მასის ჩამოშლა და დააზიანა ჩვენი მაგისტრალური კაბელი. ამით იყო გამოწვეული შეფერხება. ამ მომენტისთვის კავშირი აღდგენილია”,_ განუცხადეს “გურია ნიუსს” “მაგთიში”.