“კოალიცია ცვლილებისთვის”, “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობისა” და “ძლიერი საქართველოს” ლიდერები დღეს ერთმანეთს შეხვდნენ.
ოპოზიციური პარტიების ლიდერების განცხადებით, ისინი პრეზიდენტთან კოორდინაციაში არიან და სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით, კონსულტაციები ხვალაც გაგრძელდება.
“რაღაცებზე შევთანხმდით, რაღაცები კიდევ გვაქვს გასავლელი. დეტალებს, ცხადია, ჯერ ვერ მოგიყვებით. კონსულტაციები გაგრძელდება ხვალაც და დღეს ღამეც”, – განაცხადა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ.