გალაკტიონ ტაბიძე თვლიდა, რომ ყველაზე დიდი და დიადი იყო.
ერთხელაც კონსტანტინე გამსახურდია და გალაკტიონი თურმე ქვიშხეთში ისვენებდნენ. ყოველ დილით კონსტანტინე გამოვიდოდა და გალაკტიონს ასე ესალმებოდა: გამარჯობა ლომო! გალაკტიონი შეიფერებდა ლომობას და პასუხობდა გაგიმარჯოს ვეფხვო.
ასე გაგრძელდა ერთი კვირა. კონსტანტინეს მობეზრდა ვეფხვობა და გალაკტიონს ასე მიესალმა: გამარჯობა ვეფხვო! და გალაკტიონმა აუღელვებლად უპასუხა: გაგიმარჯოს კოწია“.
ავტორი