“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ გამსახურდიას პრეზიდენტობის 33 წლის თავზე ყაველაშვილის პრეზიდენტად დანიშვნა რუსული გადატრიალების მორიგი ფაზაა.
“ეს არის რუსული გადატრიალების ქართველი ხალხის წინააღმდეგ მორიგი სამარცხვინო ფაზა, როდესაც ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის 33 წლის თავზე ივანიშვილმა ქართველ ხალხს პრეზიდენტად უნდა დაუნიშნოს უსახური, უცოდინარი, სამარცხვინო მიხეილ ყაველაშვილი. ერთადერთი გამოსავალი არის შეუგუებლობა, პროტესტი და ჩვენი ქვეყნის დაბრუნება,” – ამბობს ბოკუჩავა.