უხვმა ნალექმა და უამინდობამ პრობლემები შექმნა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტშიც.
კეთილმოწყობის სამსახურის ინფორმაციით, ჯურუყვეთის თემის სოფელ ბაღლეფში ხის წაქცევის შედეგად დაზიანდა ელექტრო გადამცემი ხაზები და ჩაიხერგა სამანქანო გზა.
,,ჩვენი სამსახურის მობილური ჯგუფების მიერ პრობლემა დროულად აღმოიფხვრა, გზა გაწმენდილია ხის ნარჩენებისაგან, მიმდინარეობს ელექტრო ენერგიის გადამცემი ხაზების აღდგენითი სამუშაოები”,- განმარტავენ უწყებაში.
ავტორი