“ქართული ოცნების” პლატფორმა “სინამდვილეში” ევროკავშირის ელჩს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.
“ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი ავრცელებს დეზინფორმაციას, თითქოს „საქართველო წყვეტს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს 4 წლით”.
#სინამდვილეში, ხელისუფლებამ ხაზგასმით განაცხადა, რომ ზედმიწევნით მიჰყვება ასოცირების შეთანხმების შესრულებას და 2028 წლისთვის ასოცირების შეთანხმების 90% შესრულებული ექნება”,_ წერია გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.