პოლიტოლოგი ლუკა ეხვაია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება:
“მეგობრებო, ნამდვილო ქართველებო, გილოცავთ, დღეს კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადავდგით დეკოლონიზაციისა და დამოუკიდებლობის გზაზე _ თანამედროვე სამყაროს უდიდესმა იმპერიამ და დაღმავალმა ჰეგემონიურმა ძალამ – აშშ-მა ჩვენთან სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება შეაჩერა, რითაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის ახალი ფურცელი გადაიშალა.
ყველა მხრიდან გვიტევენ, გარე თუ შიდა მტრები, მაგრამ ამ ომიდან გამარჯვებულები გამოვა ჩვენი დიადი, ღირსეული და დაუმორჩილებელი ერი!” _ წერს ეხვაია.