საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური განცხადებას ავრცელებს.
„სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა. გვერდი „მსოფლიო საეკლესიო სიახლენი“ წარსულშიც მრავალგზის უზიარებდა საზოგადოებას მსგავს ცრუ ინფორმაციას, ამ გვერდის მესვეურნი განსაკუთრებით გაწაფულნი არიან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირების, მათ შორის, მიტროპოლიტ შიოს შესახებ ცილისწამების გავრცელებაში.
კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ამჟამად ქაშუეთის ტაძარი, ისევე როგორც 29 და 30 ნოემბერს, ღიაა თითოეული ადამიანისთვის, იქ იმყოფებიან სასულიერო პირები და საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერ დროს დაეხმარებიან მოქალაქეებს.
მოგიწოდებთ, არ აჰყვეთ მსგავს პროვოკაციებს, შეინარჩუნოთ სიმშვიდე და კეთილგონიერება.
უფალმა დაიფაროს მშვიდობით ჩვენი ქვეყანა!“_ აღნიშნულია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.