საფრანგეთში, ქალაქ პუატიეში საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდასაჭერად აქცია გამართეს ქართველმა ემიგრანტებმა. ისინი, პუატიეში მყოფი ლანჩხუთელი ემიგრანტის, ქრისტინე მოისწრაფეშვილის ინფორმაციით, სპონტანურად შეიკრიბნენ.
,,არ არსებობს იმაზე დიდი საცოდაობა და სირცხვილი გაყიდო სამშობლო და საკუთარი შვილების მომავალი.
SOS!!!!!! ეხლა მაინც გამოფხიზლდით და დადექით თქვენი ქვეყნის მომავლის დასაცავად”,- წერს ქრისტინე სოციალურ ქსელში, რომელიც უკვე წლებია იძულებით ემიგრაციაში იმყოფება ოჯახთან ერთად.