სამტრედიაში დილის ათ საათზე, გუშინ საღამოს დაანონსებული საპროტესტო აქცია გაიმართა. შინმოუსვლელი ჯარისკაცის დედის ძეგლთან შეიკრიბა ხელისუფლების პოლიტიკის მოწინააღმდეგე ადამიანების ჯგუფი.
“ეს არის მოქალაქეების და პოლიტიკური პარტიების ერთობლივი აქცია, რომელიც საღამოს უფრო მასშტაბური გახდება და მოიცავს მთელ მუნიციპალიტეტს. ვგმობთ, ხელისუფლების რუსულ პოლიტიკას და ხმამაღლა ვამბობთ: ვერ გაგვარუსებენ! არ გავრუსდებით!” _ “გურია ნიუსთან” კომენტარში აღნიშნა ,,კოალიცია ცვლილებისთვის” ადგილობრივმა ლიდერმა იმედა გოგავამ.
“ძალიან დიდი და გლობალური საკითხი წყდება ახლა ქვეყანაში. ხელახლა არის ამ ქვეყნის დამოუკიდებლობა და თავისუფლება მოსაპოვებელი, რადგან ქვეყანა ხელში ჩაიგდო რუსულმა საოკუპაციო რეჟიმმა, რომელიც ყოველდღე დაუნდობლად უსწორდება ყველა თავისუფლების მოყვარე მოქალაქეს. არ ინდობენ ახალგაზრდებს, ქალებს, ბავშვებს, მოხუცებს. თუ ასე გაგრძელდა და გავჩერდით, ყველას მოგვაკითხავენ სახლში! ახლა დუმილი არ არის ოქრო, ახლა დუმილი 30 ვერცხლია!“_ მედიასთან კომენტარში განაცხადა სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელმა ნათია კვანტალიანმა.
ნათია კვანტალიანი
აქციიდან წამოსულმა მოქალაქეებმა მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადმინისტრაციული შენობისკენ გადაინაცვლეს, სადაც საკრებულოს სხდომა უნდა დაწყებულიყო. მოქალაქეები სხდომაზე არ დაუშვეს. თავდაპირველად, არც საკრებულოს ოპოზიციურ წევრებს უშვებდნენ სხდომაზე, თუმცა, მათ შესვლა მოახერხეს. სხდომაზე არ დაუშვეს მედია, მათ შორის მეგატივის ჟურნალისტები.
მოქალაქეებს საკრებულოს სხდომაზე არ უშვებენ
ავტორი