„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბესო ქათამაძე საქართველოში ბოლო საათებში განვითარებულ მოვლენებზე „გურია ნიუსთან“ კომენტარს აკეთებს.
„სამწუხარო რეალობის წინაშე ვართ. ხელისუფლება არის კრიზისში და ის რაც ახლა ხდება საქართველოში არის პუტინის და ლუკაშენკოს სცენარი. ყველაფერს აკეთებენ, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ დიქტატურა დაამყაროს ქვეყანაში და კრიტიკული აზრი დაახშოს.
რაც შეეხება ოფისებში პოლიციელების შესვლას და ნიკა გვარამიას დაკავებას, აქაც კარგად ჩანს, რა დღეში არიან დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები. მათ ჯერ არჩევნები მიიტაცეს და შემდეგ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2028 წლამდე აჩერებენ ევროკავშითან გაწევრიანების საკითხს. ამ განცხადების შემდეგ რაც მოხდა ქყეყანაში ყველა კარგად ვხედავთ. ხალხი გამოვიდა ქუჩაში და მეექვსე დღეა უკვე აპროტესტებენ ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას. ყველამ ხმა უნდა ამოიღოს, დუმილი დიდი დანაშაულია დღევანდელ სიტუაციაში,“ – გვითხრა ბესო ქათამაძემ.