„ივანიშვილი გადავიდა ყველა ძალოვანი სტრუქტურის ბოროტად გამოყენებაზე. მე ვარ ახალგაზრდულის თავმჯდომარე, არც მე მიშვებენ შიგნით, არც ოფისის მეპატრონეს არ წარუდგინეს ჩხრეკის ორდერი, ამიტომ ყველანაირად უკანონოა ეს პროცესი.“- განაცხადა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, იგორ ნარმანიამ.
„არ გვაძლევენ შიგნით შესვლის უფლებას, ისიც არ ვიცით რა მოქმედებას ატარებენ შიგნით, არც ის ჩვენი მეგობრები უსაფრთხოდ არიან თუ არა, ამაზეც ვერ ვიღებთ პასუხს, რადგან თვითონაც არ იციან რა რაოდენობაა ადამიანების შიგნით. ამ ბავშვებს ჰყავთ მშობლები და არც ამათ არ უშვებენ შიგნით. ყველა ძალოვანი სტრუქტურის ასე ბოროტად გამოყენებაზე გადავიდა ივანიშვილი. მოვითხოვთ, რომ დაუყოვნებლივ გაგვაგებინონ მათი მდგომარეობა, გამოიყვანონ გარეთ ან მოგვცენ შესვლის უფლება, რადგან არ ვიცით რა საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ შიგნით. მე ვარ ახალგაზრდულის თავმჯდომარე, არც მე მიშვებენ შიგნით, არც ოფისის მეპატრონეს არ წარუდგინეს ჩხრეკის ორდერი, ამიტომ ყველანაირად უკანონოა ის პროცესი, რასაც ახლა ესენი აქ აწარმოებენ,” – განაცხადა იგორ ნარმანიამ.
შეგახსენებთ, რომ უკვე ერთ საათზე მეტია რაც „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ოფისში შესულია პოლიცია და მიმდინარეობს ჩხრეკა, მაგრამ როგორც პარტიის ლიდერები ამბობენ, ამ დრომდე არ იციან რის საფუძველზე მიმდინარეობს ეს ყველაფერი.
იგორ ნარმანიას ამ განცხადებას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს.