„ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებამ სრულიად დაკარგა სახე და გადავიდა ადამიანების მოტაცებაზე დღისით, მზისით. ამას ასრულებს პოლიციის ფორმაში გადაცმული კრიმინალთა ჯგუფი”,_ აღნიშნული განცხადება გააკეთა ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ.
“ბიძინა ივანიშვილის რუსულმა რეჟიმმა გუშინ, პროდასავლურ კოალიციურ პარტიებს, რომლებიც იკრიბებოდნენ “ქორდიარდ მერიოტში” მოაწყო თავდასხმა პოლიტიკოსებზე “ტიტუშკების” და ზონდერების თანამონაწილეობით. მისმა შავრაზმელმა ნიღბიანებმა გაიტაცეს ჩვენი თანამებრძოლი ალეკო ელისაშვილი და მსოფლიო ჩემპიონი, ძალიან მაგარი ბიჭი, ზურა დათუნაშვილი.
თავისუფლება ალეკო ელისაშვილს, ნიკა გვარამიას, ზურა თადუნაშვილს, ჩვენი გუნდის ორ წევრს, რომელთა წინააღმდეგაც ახლა საქმეს კერავენ და ყველა პოლიტპატიმარს! ბიძინა, შენი საქმე დამთავრებულია!”_ განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.