პოლიციამ პარლამენტთან ალყა შემოარტყა ნაძვის ხის კონსტრუქციას, რომელზეც ცოტა ხნის წინ ჟურნალისტებმა ნაცემი კოლეგების ფოტოები ჩამოკიდეს.
ინფორმაციისთვის, ჟურნალისტების მხარდასაჭერ აქციაზე შეკრებილებმა რესპუბლიკის მოედნიდან მსვლელობით პარლამენტთან გადაინაცვლეს.
მათ დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხის კონსტრუქციაზე, რომლის აწყობის სამუშაოებივ გვიან ღამით დაიწყო, ნაცემი კოლეგების ფოტოები გამოფინეს.
ცნობისთვის, გუშინ რუსთაველის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე ნიღბიანი პირები ტვ პირველის გადამღებ ჯგუფს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
დღეს სოლიდარობის აქციას ჟურნალისტები და ოპერატორები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში მართავენ.
ფოტო: მედიაჩეკერი