საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს გამართულ ბრიფინგზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა.
პრეზიდენტის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება ადამიანების ფსიქოლოგიურ დატერორებას ისახავს მიზნად.
„სუს-ის დღევანდელი განცხადება ადამიანის უფლებების დარღვევად უნდა ჩაითვალოს. ეს, რაღაც სცენარების დატრიალება, რა სცენარიც მოიცავს „გვამებს“, ეს არის ადამიანების ფსიქოლოგიური დატერორება. იმ დროს, როდესაც გარეთ არის მშვიდობიანი აქციები, გუშინ საღამოს ძალიან კარგად გამოჩნდა, როცა არ არის, არც „ტიტუშკები“ და არც სხვები, ძალიან აქციები მშვიდობიან ტარდება და არაფერი ისეთი არ ხდება“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.