საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, 11 დეკემბერს, პროევროპული პროტესტის მე-14 დღეს, იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში ადამიანის უფლებები მასობრივად ირღვევა, თვითგამოცხადებულ პარლამენტში „ქართულმა ოცნებამ“ ერთდროულად რამდენიმე კანონში დააინიცირა არადემოკრატიული და რეპრესიული შინაარსის ცვლილებები.
“ცვლილება სარჩევნო კოდექსში:
„ქართული ოცნება“ მორიგ ჯერზე ცდილობს საარჩევნო კანონმდებლობის ვიწროპარტიულ ინტერესებზე მორგებას, რის მიზანსაც 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში არაკეთილსინდისიერი უპირატესობის შექმნა წარმოადგენს.
ცვლილებები საჯარო სამსახურის შესახებ კანონში:
საკანონმდებლო ცვლილებებით სუსტდება საჯარო მოხელეების უფლებების დაცვის მექანიზმები და იზრდებასაჯარო სამსახურის პოლიტიზაციის რისკი.
ცვლილებები პოლიციის შესახებ კანონში:
,,პოლიციის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებები ითვალისწინებს შესაძლებლობას, პირები პოლიციის რიგებში კონკურსის გავლის გარეშე დაინიშნონ. ცვლილებები შესაძლოა, ხელისუფლების ძალადობრივი პოლიტიკის გამტარებელი კადრებით პოლიციის დაკომპლექტების გასაადვილებლად იყოს გამოყენებული.
ცვლილებები შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში:
ბლანკეტურად იკრძალება ნიღბების ტარება და ტექნიკური საშუალებების გამოყენება, რაც საერთაშორისო სტანდარტების დარღვევაა.
ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში:
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში მნიშვნელოვნად იზრდება სანქციები ისეთ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით, რომლებსაც პოლიცია, როგორც წესი, საპროტესტო აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ იყენებს.
ცვლილებები სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ კანონში:
ეს ცვლილებები აშკარად პერსონიფიცირებულია და სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ სადამსჯელო მექანიზმად აღიქმება”,_ ნათქვამისა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებაში.