ჩვენმა კამერამ ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე აქციაზე დააფიქსირა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, ტვ პირველის გადამღებ ჯგუფს, ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეს და ოპერატორ გიორგი შეწირულს პირდაპირ ეთერში მუშაობისას ნიღბიანი პირები თავს დაესხნენ.
დაზიანებები მაკა ჩიხლაძემ სხეულის სხვადასხვა არეში მიიღო, ოპერატორს კი თავი გაუტეხეს.
“გურია ნიუსი” თანადგომას უცხადებს მაკა ჩიხლაძეს და ყველა რეპორტიორს, რომლებსაც ძალადობით უშლიან ხელს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში.