ამულეტი ან როგორც მას უწოდებენ თილისმა, მაგიური ნივთია. მისი ფუნქცია მრავალფეროვანია, მთავარი კი მფლობელის დაცვა და მისი მაგიური ზემოქმედების ეფექტურობის გაზრდაა.
ადამიანთა რწმენით, თილისმებს ასევე შეუძლიათ წარმატებების მოტანა, განსაცდელისგან, ე.წ. “ავი თვალისგან” დაცვა, გუნება-განწობის გაუმჯობესება, იღბალის მოტანა, ცოდნის გაზრდა, სიყვარულის გაძლიერება და სხვ. თილისმა შეიძლება იყოს დამზადებული სხვადასხვაგვარი მასალისგან, დაწყებული პროფესიონალური საიუველირო ნაწარმიდან და დამთავრებული კუსტარულად დამზადებული ხის გარკვეული ზომის ნაჭრით. თილისმები და ამულეტები ძირითადად ყელსაბამების სახით არის წარმოდგენილი, თუმცა ხელის სამშვენისებადაც გვხვდება.
ებრაელებს, ქრისტიანებსა და მუსლიმებს ღრმად სწამდათ ამულეტების დამცველობითი ძალის, რადგან თვლიდნენ დალოცვილ და კურთხეულ ნივთებად. მაგალითად, ქრისტიანების უმრავლესობა ყელზე ატარებს ჯვარს, როგორც ერთგვარ ამულეტს და ბოროტებისგან თავდაცვით საშუალებას, გარდა იმისა, რომ ის თვითონ სარწმუნოების სიმბოლოდაც მიიჩნევა! თილისმებს რაც შეეხება, მათ იყენებდნენ ადამიანები სამგვარი დატვირთვით: 1. თილისმა, რომელიც იცავდა ადამიანის სხეულს დაზიანებისაგან. 2. თილისმა, რომელიც საწოლის თავზე იკიდებოდა. 3. თილისმა, რომელიც სამედიცინო დანიშნულებით იხმარებოდა. კერძოდ, ავადმყოფი რომ განკურნებულიყო, ან ადამიანს რაიმე დაავადება რომ არ შეჰყროდა.
ავტორი