საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, აქციაზე დაკავებული პირების უმეტესობა წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს, თუმცა, დღემდე არცერთი სამართალდამცავი არ მიუციათ პასუხისგებაში.
არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივი დახმარების ქსელი აგრძელებს აქციაზე დაკავებულებისა და დაზარალებულების უფლებების დაცვას.