მასწავლებლებმა კიდევ 1 მარში დააანონსეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ისინი 25 დეკემბერს განათლების სამინისტროსთან შეიკრიბებიან და პარლამენტამდე მსვლელობით მივლენ.
“25 დეკემბერს, 20:00 საათზე მასწავლებლები კვლავ გავმართავთ მარშს. განათლების სამინისტროდან, დ. უზნაძის 52-დან პარლამენტამდე. მინდა იცოდეთ, რომ მასწავლებლები არ ვართ ჩუმად.
ჩვენ ყოველდღე წინა ხაზზე ვდგავართ ჩვენი ბავშვების დასაცავად.
გამოდით ოთხშაბათს, 8 საათზე განათლების სამინისტროსთან და ერთიანობა ვაჩვენოთ ყველას მარშით. თქვენი გვერდით დგომა ჩვენთვის უდიდესი სტიმულია.
ჩვენ მოვითხოვთ:
1. ხელახალ არჩევნებს
2. რეჟიმის პატიმრების გათავისუფლებას
თითოეული მასწავლებელი არის ხმა სიმართლისა”,_ ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, მასწავლებლებმა მარში ორი დღის წინაც გამართეს. 21 დეკემბერს ისინი ვასო აბაშიძის სახელობის თეატრთან შეიკრიბნენ და პარლამენტთან მსვლელობით გადაინაცვლეს.