“ბოკვერი უკვე ჩვენს ზოოპარკშია”,_ ამის შესახებ სოციალურ ქსელში ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური წერს და ფოტოს აქვეყნებს.
ინფორმაციისთვის, 24 დეკემბერს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო – ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური პორშეს მარკის ავტომობილით მიდის და თან გვერდით სავარძელზე ლომის ბოკვერს ეფერება.
ეგზოტიკური ცხოველების შინაურ პირობებში ყოლა სისხლის სამართლის დანაშაულია, თუ ამ ცხოველს თან მთელი რიგი საბუთები არ ახლავს.