“ეს შენობა [ორბელიანების სასახლე] არ აქვს მას მემკვიდრეობით მიღებული, რაც არ უნდა ხშირად ისაუბროს საკუთარ წინაპრებზე. ეს შენობა ეკუთვნის ქართველ ხალხს და ქართველი ხალხის პრეზიდენტს. ამიტომ, ჩემი მოლოდინი არის, რომ ის მრჩევლები, რომლებიც მას მიმართულებებს აძლევენ, გაითვალისწინებენ და ქართველი ხალხის წინააღმდეგ ვერ წავლენ.
[…] ფიცის დადების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი აღარ იქნება სალომე ზურაბიშვილი და იქნება მიხეილ ყაველაშვილი…
დღეიდან ქალბატონმა სალომემ უნდა დატოვოს ეს რეზიდენცია, რომელიც ეკუთვნის ქართველ ხალხს და არ არის მისი პირადი ფუფუნების საგანი. დარწმუნებული ვარ, ასეც მოიქცევა…“, – განაცხადა „ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
წყარო: პუბლიკა




































































