საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამ წუთებში ბრიფინგს მართავს.
“მე აქედან გამოვალ, თქვენთან გამოვალ და თქვენთან ერთად ვიქნები. ეს შენობა არავისია, იყო სიმბოლო, სანამ აქ ლეგიტიმური პრეზიდენტი იჯდა. ჩემთან ერთად მიმაქვს ლეგიტიმურობა, დროშა. მიმაქვს ის, რაც არის თქვენი ნდობა”,_ ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
“ლეგიტიმურობა მოდის მხოლოდ ერთი წყაროდან და ეს წყარო ხართ თქვენ. სადაც ხალხის ნდობა არაა, ვერც ლეგიტიმურობა იქნება, ამიტომ მე გამოვალ თქვენთან და თქვენთან ვიქნები,”_ აღნიშნა მან.
“დღემდე, ამ წუთამდე დრო იყო მიცემული, რომ მოსულიყვნენ აქ ან ოცნების წარმომადგენლები, ან თვით ივანიშვილი, რომ მოგვეძებნა პოლიტიკური გამოსავალი ამ კრიზისიდან, ანუ შეთანხმება ახალ, თავისუფალ, ნამდვილ არჩევნებზე… ეს იყო ჩემი მოწოდება, შეთავაზება, ყოველთვის არსებობს გამოსავალი, როცა ქვეყანაზე ფიქრობ. აქ არავინ მოსულა, თქვენც ხედავთ. ამ შეთავაზებაზე პასუხი იყო მუქარა ჩემ მიმართ, რაც უშედეგოა. ცინიზმი თქვენ მიმართ, რასაც არანაირი შედეგი არასდროს არ ექნება. რეპრესიები, ძალადობა, ომი საკუთარი ხალხის ნების წინააღმდეგ. პაროდია, რომელიც ამ წუთებში პარლამენტში ხდება. ეს ნამდვილი პაროდიაა და ამ სახელმწიფოს არ ეკადრება,”- განაცხადა ზურაბიშვილმა.
ავტორი