“არჩევნებზე დეტალურად მე ვიმუშავებ. რამდენიმე დღეში დავდებთ დოკუმენტს. ეს ლოზუნგი არაა, რეალური მოთხოვნაა. ეს არჩევნები ჩატარდება, სხვა გზა არ არის.
მზად უნდა ვიყოთ, პარტიები, ახალი ძალები. ვინც აპირებთ, რომ ხვალინდელ პოლიტიკაში იყოთ, თქვენი ჯერია და მოემზადეთ”,_ განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი, თავისუფალი მედიის დაცვა.
“მე გამოვალ და ვიქნები თქვენთან ერთად ბოლომდე, სანამ არ გვექნება თავისუფალი, ღირსეული ხელისუფლება. დავიწყებ მასშტაბურ შეხვედრებს საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტებთან, ბიზნესთან, საჯარო მოხელეებთან, ახალ პოლიტიკურ ძალებთან.. რომ ერთად მოვიფიქროთ როგორ გავატაროთ ეს დღეები, რამდენიმე თვე, რომ ქვეყანა გადავარჩინოთ.
“გავალ რეგიონებში. ბათუმში, ქუთაისში.. სადაც შევძლებ და იქაც შევხვდები ადამიანებს, ვინც აპროტესტებენ.. გავალ უცხოეთში და დავბრუნდები იქედან”,_ განაცხადა ზურაბიშვილმა.
ამას გარდა,ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ : 31-ში რუსთაველზე ერთად შევხვდებით ახალ წელს, იმიტომ რომ ეს წელი ნამდვილად ახალი, ბედნიერი მშვიდობიანი და გამარჯვებული იქნება.
ავტორი