ეუთო-ს ე.წ. „სამეულის“, მალტის, ჩრდილოეთ მაკედონიისა და ფინეთის, წლის შემაჯამებელ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს სუვერენტიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მტკიცე მხარდაჭერას უცხადებენ.
„ჩვენ აღვნიშნავთ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას და მხარს ვუჭერთ კონფლიქტის შედეგად დაზარალებული თემებისთვის რეალური შედეგების მიღწევის მნიშვნელობას, რომელიც 2024 წელს ყურადღების ცენტრში იყო.
დადგენილი ძალისხმევისა და ინიციატივების, მათ შორის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების მუშაობის ერთგულები ვრჩებით“, – ნათქვამია ე.წ. „სამეულის“ განცხადებაში.