11 იანვარს “ჩემი ცოლის დაქალების” მარში გაიმართება.
“ჩვენო ძვირფასო მაყურებლებო, ჩვენ ძალიან მოგვენატრეთ და თქვენთან შეხვედრა აქციაზე გადავწყვიტეთ!
გელით ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპული გზა, ვისთვისაც მიუღებელია ძალადობა და “ზვერაძეების თარეში”, ვისი გულიც თავისუფლების სიყვარულით ძგერს – შაბათს, 11 იანვარს, 19:00 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე.
ვიკრიბებით ჩემი ცოლის დაქალების მთელი გუნდი, მსახიობები, რეჟისორები, პროდიუსერები, ტექნიკური სტაფი და რაც მთავარია, მაყურებლები!
გელოდებით ჩცდ მარშზე, შაბათს, 19:00 საათზე”,_ ნათქვამია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში.